იმერეთის რეგიონში 2014 წლის ადგლობრივი თვითმმართველობის არჩევნების
შემდეგ 19 ახალი ააიპი შეიქმნა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, იმერეთის
მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციული ხარჯები გაიზარდა. ამის
შესახებ ინფორმაციას
არასამთავრობო
ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირავლობა საქართველო"
ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, არჩევენბსი შემდეგ
რეგიონის მასშაბით 19 ააიპი დაწესებულება გაუქმდა, თუმცა, სანაცვლოდ
19 ახალი შეიქნმა. ახალ ააიპებში კი გაცილებით მეტი ადამიანი
დასაქმდა, ვიდრე გაუქმების შედეგად შემცირდა.
"გამჭვირავლობის" კვლევის მიხედვით, ამავე პერიოდში იმერეთის
მუნიციპალიტეტების უკვე არსებულ ა(ა)იპებში 926 საშტატო ერთეულის
დამატება მოხდა, რამაც მთლიანობაში რეგიონის მასშტაბით საშტატო
ერთეულის 1713 -ით ზრდა გამოიწვია.
შესაბამისად, გაიზარდა სახელფასო ხარჯებით. ორგანიზაციის ინფორმაციით,
ახლადშექმნილ ა(ა)იპებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე გაწეული
ყოველთვიური თანხა 498 117.76 ლარით, წლიურად კი საშუალოდ 5 977
413.12 ლარი შეადგინა.
ჯამში კი რეგიონის უკვე არსებულდა ახლადშექმნილ ა(ა)იპებში
დასაქმებულთა ხელფასებზე თვეში 1 259 971.76 ლარით მეტი იხარჯება, რაც
წლიურად 15 119 661.12 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები