ბაღის აღსაზრდელებმა თეატრალური წარმოდგენა ნახეს
ქუთაისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილობრივი
თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად , დაუნის სინდრომის
მქონე პირთა დღე მე-12 ბაგა ბაღში აღნიშნეს.
ბაღში ამ სინდრომის მქონე პატარა აღსაზრდელი სწავლობს. ქუთაისის
ხელისუფლების წარმომადგენლები პატარებთან ანიმაციური ფილმების
გმირებთან და ნიღბების თეატრის მსახიობებთან ერთად მივიდნენ. დაუნის
სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბაღის
აღსაზრდელებმა თეატრალური წარმოდგენა ნახეს.
ქუთაისის ბაგა-ბაღებში მსგავსი ტიპის აღსაზრდელებისადმი შესაბამისი
ადაპტირებული გარემოა შექმნილი.
მასალის გამოყენების პირობები