ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის მსმენელები
საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდნენ.
შეხვედრის თემა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში
ინტეგრაცია გახლდათ.
ესტონეთის ელჩმა, პრიიტ ტურკმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ
ორგანიზაციებში გაწევრიენების შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრა და
აღნიშნა, რომ საქართველომ ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება
უნდა გაააქტიუროს.
"რაც შეეხება იმ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვინმეს ევროკავშირში
სურს ქართული ენის გაქრობა, მინდა გითხრათ, რომ ეს უბრალოდ მითია.
დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ყოველწლიურად უამრავი ესტონური
წიგნი ითარგმნება, ესტონური ენის პოპულარიზაცია და ინტეგრაცია დღეს
იმაზე მეტად ხდება, ვიდრე აქამდე," - განაცხადა ესტონეთის ელჩმა,
პრიიტ ტურკმა.
ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის მსმენელებთან
შეხვედრა "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის"
ორგანიზებით გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები