"ლარი
გაა
მყარეს და
სურსათი გააძვირეს," - ამბობენ
ქუთაისელები.
მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, ქუთაისის მარკეტებში სურსათის
ღირებულებამ 10-20 %-ით მოიმატა.
როგორც ადგილობრივ მარკეტებში ამბობენ, მიმდინარე თვეში ზეთი, შაქარი,
კარაქი და კოკა-კოლა გააძვირეს.
მათი ინფორმაციით, გასულ თვეში "სანტეს" კარაქის ღირებულება 1, 70
თეთრს შეადგენდა, ახლა კი იგივე კარაქის ფასი 2,00 ლარია.
0.10 თეთრითაა გაძვირებული ერთი კილოგრამი შაქრის ღირებულება, ხოლო
0.25- 0.50 თეთრით მეტი ღირს ზეთი.
"ნახევარ ლინტრიანი "კოკა-კოლა" რომელიც 1, 10 ღირდა, ახლა მისი
ფასი 1,30 - ია. ერთი ლიტრა ზეთის საფასური საშუალოდ 3,00 ლარი
იყო, დღეს მისი ფასი 3,50 თეთრი გახდა," - ამბობენ ადგილობრივ
მარკეტებში.
სურსათზე ფასების ზრდას, ქუთაისში უარყოფითად აფასებენ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებაში
გამყარებამ იმედი მისცათ, თუმცა ამის მიუხედავად, მათთვის მოულოდნელი
იყო პროდუქტებზე ფასების ზრდა.
"ლარი გაამყარეს და სურსათი გააძვირეს, ასე თუ გაგრძელდა მალე
ხალხი მშიერი დარჩება," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ნინო
კოვზირიძე.
დღეის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ლარის
კურსი დოლართან მიმართებაში
2.31,57
შეადგენს.
ფასების ზრდის ტენდენციაზე საქსტატის მონაცემებიც მეტყველებს.
საქსტატის მონაცმემების მიხედვით, თებერვალში ინფლაციის დონემ 0.1%
შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები