"ბინების ფასი 11 ათასი დოლარიდან იწყება"
ქუთაისში ქონების ბირჟაზე მყოფი კერძო ბინების ფასების დაცემაზე
საუბრობენ.
უძრავი ქონებით მოვაჭრეები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავენ,
რომ 2016 წლის დასაწყისისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, ფართების, ბინების, კერძო სახლების ქირაობის, დაგირავებისა
და გაყიდვის ფასი 15% - 20% -ითაა შემცირებული.
ე.წ მაკლერების ინფორმაციით, თუ გასულ წელს ქუთაისის ცენტრალურ უბანში
მაგალითად, ერთოთახიანი ბინის ფასი საშუალოდ 33 ათას დოლარს
შეადგენდა, წელს იგივე ტიპის ბინის ღირებულება 21-20 ათასი
დოლარია.
მათივე თქმით, ცენტრალური უბნების მსგავსად, ანალოგიური მდგომარეობაა
ქუთაისის გარეუბნებშიც.
"გასულ წელს მაგალითად, 100 ათას დოლარად ღირებული ქონება წელს 45
ათასად იყიდება. გარეუბნებში ერთოთახიანი ბინების ფასი 11 ათასი
დოლარიდან იწყება. უბნების მიხედვით ყოველთვის განსხვავებული იყო და
იქნება ფასები უძრავ ქონებაზე ღირებულება, თუმცა საერთო ჯამში, უძრავი
ქონების ფასი დაეცა" - ამბობენ ქუთაისში ქონების ბირჟაზე მყოფი
მაკლერები.
მაკლერების ნაწილი საცხოვრებელ ბინებზე ფასების კლებას (ისევე როგორც
დაგირავებასა და დაქირავებაზე) ეროვნული ვალუტის გაუფასურებას
უკავშირებენ.
დანარჩენები უძრავ ქონებაზე ფასების დაწევის მიზეზად, ახალი ბინების
მშენებლობასა და საერთო კრიზისს ასახელებენ.
მასალის გამოყენების პირობები