ახალი ამბები
მნიშვნელოვანია სწორი წარმოდგენა შევუქმნათ საზოგადოებას ევროკავშირზე-ტრენინგი ქუთაისში
FaceBook
"2008 წლის ომმა მკაფიოდ დაგვანახა ევროპასთან ურთიერთობის აუცილებლობა"


ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,მედიისა და არასამთავრობო სექტორისთვის, ევროკავშირის მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრენინგი ჩატარდა.

რა შეცვალა ევროკავშირმა წევრი სახელმწიფოების ცხოვრებაში, რატომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ევროპული არჩევანი და რას გულისხმობს ევროპული მომავალი?-ამ საკითხებზე "საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის" წარმომადგენლებმა კონკრეტული მაგალითებით ისაუბრეს.

მომხსენებლები მიიჩნევენ, რომ მთავარია სწორად განვსაზღვროთ რა ეტაპზე ვართ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების პროცესში და რა პერსპექტივები გვაქვს.

"ჩვენი მიზანია, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით, რაც შეიძლება მკაფიო ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას იმის შესახებ, თუ რა არის ევროკავშირი", - ამბობს "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" პროექტების მენეჯერი, მკვლევარი გიორგი გოგუაძე.

შეხვედრაზე მომხსენებლებმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებულ და შესასრულებელ პუნქტებზე ისაუბრეს. მათი თქმით, ვიზალიბერალიზაცია, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულიდან შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას გულისხმობს, უმნიშვნელოვანესი ეტაპია საქართველოსთვის.

რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, ეკონომიკურად სტაბილური ზრდის გარანტიებზე მომხსენებლებმა ევროკავშირის წევრი ორი ქვეყნის მაგალითზე ისაუბრეს. მათი თქმით, მოლდოვის ორგანიზაციაში მიღებასთან დაკავშირებით მსჯელობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ დღეს ის სხვა წევრ სახელმწიფოებს გაუთანაბრდა.

იგივე მაჩვენებლები აქვს ესტონეთსაც, რომელმაც შეძლო და მკვეთრად გააუმჯობესა ეკონომიკა.
რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენი ქვეყნისა და ორგანზიაციის დაახლოება 1991 წლიდან დაიწყო, უფრო მჭიდრო ურთიერთობებზე კი საქართველო 2003 წლიდან გადავიდა.

"2008 წლის ომმა მკაფიოდ დაგვანახა ევროპასთან ურთიერთობის აუცილებლობა. რუსეთი ყოველთვის თამაშობდა კატალიზატორის როლს ჩვენსა და ევროპას შორის და ახლა, როცა უამრავი დაინტერესებული ადამიანია, რომ სხვა მიმართულებით წაიყვანოს საზოგადოების ინტერესი, განსაკურებით მნიშვნელოვანია სწორი წარმოდგენა შევუქმნათ საზოგადოებას ევროკავშირზე",-ამბობს გიორგი გოგუაძე.

ტრენინგი ორდღიანია. მეორე ეტაპი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობასა და პერსპექტივებს დაეთმობა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.