ახალი ამბები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოძალადე თანამშრომლის მთელი სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდებს
FaceBook
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმას და შსს-ს მოძალადე თანამშრომლის მთელი სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ქარტია განცხადებას ავრცელებს. 

"15 მარტს „მთის ამბების“ რედაქტორს
, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს ავტობანზე, წეროვანთან, შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი თავს დაესხა. ჟურნალისტი თბილისში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას თეთრი ფერის პიკაპი აედევნა, რომელიც საავარიო სიტუაციას ქმნიდა. მთივლიშვილმა მანქანა გააჩერა. პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შსს-ს თანამშრომელი ჟურნალისტს აგინებდა და ემუქრებოდა. მთივლიშვილმა გადაღება დაიწყო, რა დროსაც მას შსს-ს თანამშრომელმა სამჯერ დაარტყა და მისთვის ტელეფონის წართმევას შეეცადა. ეს პირი თვითმხილველებსაც დაუპირისპირდა და მათ ვიდეოს წაშლა მოთხოვა.

ბოლო თვეების განმავლობაში გახშირებული თავდასხმები ჟურნალისტებზე „ქართული ოცნების“ მიერ დამოუკიდებელი მედიის მიმართ გაღვივებული სიძულვილის პირდაპირი შედეგია. არავინ დასჯილა ჟურნალისტების ცემისა და შეურაცხყოფის გამო, რაც მოძალადეებს ფართო ასპარეზს აძლევს.

ეს არ არის გელა მთივლიშვილზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. ის თავისი პროფესიული საქმიანობის გამო მანამდეც გამხდარა ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა თუ სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფის აგრესიის სამიზნე.

თავდამსხმელის იდენტიფიცირება მარტივია - თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ის კარგად ჩანს, ისევე როგორც გარკვევით ჩანს მისი ავტომობილის სახელმწიფო ნომრები.

ქარტია სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს, შსს-ს კი მოუწოდებს, ამჯერად მაინც გამოიჩინოს პროფესიონალიზმი და დროულად დააყენოს მისი მოძალადე თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი", - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააყადაღა ფონდების ანგარიშები,
რომლითაც უკანონოდ დაკავებულ პირებს, სტიქიით დაზარალებულებს,
დაავადებულ და უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს ეხმარებოდნენ.
16:34 / 17.03.2025
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააყადაღა ფონდების ანგარიშები, რომლითაც უკანონოდ დაკავებულ პირებს, სტიქიით დაზარალებულებს, დაავადებულ და უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს ეხმარებოდნენ.
ჭიათურაში, მუნიციპალიტეტის მერიის
შენობა დილიდან პოლიციის ალყაშია.
12:01 / 17.03.2025
ჭიათურაში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობა დილიდან პოლიციის ალყაშია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.