მთის ამბების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის თქმით,
მას წეროვანთან, ავტობანზე შეიარაღებული პირი თავს დაესხა.
მთივლიშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელი შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომელია.
„თბილისში ვბრუნდებოდით, რა დროსაც უკან თეთრი ფერის პიკაპი აგვედევნა
სახელმწიფო ნომრით BJ-573-BB. რადგან საავარიო სიტუაციას გვიქმნიდა,
მანქანა გავაჩერეთ. პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და
მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შეიარაღებული თანამშრომელი ყვიროდა,
რატომ არ გავატარე, იგინებოდა და მემუქრებოდა. როდესაც ინციდენტის
გადაღება ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის
წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა
გადაიღეს. შეიარაღებული პირი ვიდეოს წაშლას მათგანაც ითხოვდა“, —
ამბობს გელა მთივლიშვილი.
უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები