საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დღეიდან, 17 მარტიდან,
განახლდა.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან
დაიწყო.
ამის შემდეგ დასვენების დღეა 9 აპრილი. ასევე, ოფიციალურად, სააღდგომო
დღეებში დასვენებაა: წითელი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა და
მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 20 აპრილსაა,
შესაბამისად, მოსწავლეები 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით
დაისვენებენ.
მასალის გამოყენების პირობები