შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და თერჯოლის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული
საშუალება „მარიხუანას“ შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის
ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 2002 წელს
დაბადებული ი.ა. და 2002 წელს დაბადებული მ.კ..
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ასევე, მათ
მიერ მითითებული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით
განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ გამომშრალი მარიხუანა“
ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა და
19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები