ახალი ამბები
"კომპანიებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ბედის ანაბარა დატოვონ ათასობით ადამიანი"- პროფკავშირები ქუთაისის სასამართლოს მიმართავს
FaceBook
"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ"  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით მიმართა, დაუშვებლად მიიჩნიონ შპს "ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა" და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება.

საუბარია იმ განცხადებაზე, რომლითაც "ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიმ" და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, ქუთაისის სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართეს.

პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ ამ მოთხოვნის მიზანს კოლექტიური ხელშეკრულებიდან გასვლა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდება წარმოადგენს, როგორიცაა, დასაქმებულებისათვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურების - 60%-ის გადახდის ვალდებულება, ჯანმრთელობის დაზღვევის შენარჩუნება, ხელფასების ინდექსაცია თუ სხვა ბენეფიტები.

სწორედ ამიტომ, პროფკავშირებში ეწინააღმდეგებიან კომპანიების მითითებულ ქმედებას და მიაჩნიათ, რომ ეს ქმედებები, ერთი მხრივ, არასამართლიანია, ხოლო, მეორე მხრივ, კანონისა და კოლექტიური ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს. 

"2025 წლის 14 მარტს პროფკავშირებმა მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება. მიმართვაში, მათ შორის, აღნიშნულია, რომ პროფკავშირები კატეგორიულად ეწინააღმდეგება გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყებას, საკითხი არ ეხება მხოლოდ პროფკავშირებს, საკითხი ეხება 3500-ზე მეტ ჭიათურელ დასაქმებულს და მათ ოჯახებს. კომპანიებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ბედის ანაბარა დატოვონ ათასობით ადამიანი და უარი თქვან მათი ვალდებულებების შესრულებაზე",- აღნიშნულია "საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების" განცხადებაში. 

"ჭაიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" ლიკვიდაციის მიზნით სასამართლოს მიმართა. კომპანიის ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის თქმით, საწარმო გადახდისუუნაროა.

ჭიათურაში 16 დღეა, მაღაროელების საპროტესტო აქციები იმართება. მშრომელებს სხვა ადგილობრივებიც უერთდებიან.

ქალაქში საპროტესტო გამოსვლები 28 თებერვლიდან დაიწყო. მაღაროელები, გასული თვის, ამ დრომდე გაუცემელ ხელფასს და მადნის მომპოვებელ საწარმოებში, ოთხი თვის წინ შეწყვეტილი მუშაობის აღდგენას ითხოვდნენ.

"ჯორჯიან მანგანეზი" თანამშრომელთა პროტესტს მეექვსე დღეს გამოეხმაურა და ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ კომპანიაში მძიმე ფინანსური კრიზისია, რაშიც ბრალი თავად მაღაროელებს და სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს მიუძღვით, რომლებსაც კომპენსაციის მიღების მიზნით, ერთი წელია მაღაროების ნაწილი აქვთ პიკეტირებული. კომპანიის მომდევნო განცხადება კი გასული წლის პირველი ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების საბოლოოდ დახურვას უკავშირდებოდა. "ჯორჯიან მანგანეზის" ეს გადაწყვეტილება, 3500-ზე მეტი მაღაროელის და მათი ოჯახების შემოსავლის გარეშე დატოვებას ნიშნავს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს,
გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ
დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის
სიახლოვეს.
12:25 / 15.03.2025
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს.
14:38 / 14.03.2025
"ჭაიათურა მენეჯმენტ" კომპანი" ლიკვიდაციას აცხადებს. ამ მიზნით, კომპანიამ სასამართლოს მიმართა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.