ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელმა კომბინატმა, რომელიც ჭიათურაში
მანგანუმს მოიპოვებს, სამუშაოებს ეტაპობრივად განაახლებს.
ინფორმაცია სამუშაოების განახლების შესახებ, ქუთაისიპოსტს კომპანია
"ჯორჯიან მანგანეზის" PR დეპარტამენტის დირექტორმა, ზაქარია
ზალიკაშვილმა მიაწოდა.
მისივე თქმით, "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურის მაღაროებს სრული
დატვირთვით მიმდინარე წლის 20 მაისს აამოქმედებს.
მიმდინარე წლის 11 იანვრიდან კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 4 თვით
მუშაობა შეწყვიტა. სამუშაოების შეწყვეტის მიზეზად კომპანიამ
საერთაშორისო ბაზარზე არსებული დაბალი ფასები და მათ მფლობელობაში
დაგროვილი მანგანუმის ჭარბი რაოდენობა დაასახელა.
მაღაროელებმა კომპანიის გადაწყვეტრილება
საპროტესტო აქციებით გააპროტესტეს. მათი
განცხადებით, საბანკო ვალდებულებები აქვთ და კომპანიის მიერ გადახდილი
ხელფასის 60% კრედიტის დასაფარად საკმარისი არაა.
მაღაროებში სამუშაოების შეწყვეტას ჭიათურის მოსახლეობა ნეგატიურად
შეხვდა. ადგილობრივების განცხადებით, მაღარო ქალაქის შემოსავლის
ძირითადი წყაროა და ჭიათურის
არსებობა მაღაროს გარეშე შეუძლებელია.
მასალის გამოყენების პირობები