"მოგვაწოდეთ
სცენარები ახალი ვიდეო ანიმაციისთვის"
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული შპს "პარკინგსერვისი"
კონკურსს აცხადებს.
"მოგვაწოდეთ სცენარები ახალი ვიდეო ანიმაციისთვის. საუკეთესო სცენარის
მიხედვით მოვამზადებთ ვიდეო რგოლს, სადაც იქნება ერთ-ერთი პერსონაჟი,
სცენარის ავტორის მანქანა თავისი სახელმწიფო ნომრით", - ნათქვამია
"პარკინგსერვისის" საკონკურსო პირობებში.
თუმცა, ორგანიზაციას მითითებული არ აქვს თუ რა დრომდე ექნებათ
დაინტერსებულ პირებს საკონკურო სცენარების წარდგენის
შესაძლობლობა.
"პარკინგერსვისის" პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ვიდეორგოლების
მომზადების მიზანია, ქალაქში პარკირებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის
რეკლამირება.
მასალის გამოყენების პირობები