2015 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში იმერეთის მუნიციპალიტეტი 88,700-მდე
ადამიანმა დატოვა.
2015 წელს რეგიონში 531,000 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წელს მათი
რიცხვი 442,300- მდე გახდა.
2025 წლის იანვარში სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას 696 359
ადამიანი იღებდა, მათგან თითქმის 230 ათასი პირი სახელმწიფო
დასაქმების პროგრამაშია ჩართული, რის გამო სოციალურად დაუცველის
სტატუსი ოთხი წლით უნარჩუნდება.2024 წლის დეკემბერთან შედარებით
შემწეობის მიმღებთა რიცხვი თითქმის 6 ათასით არის გაზრდილი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები აჩვენებს, რომ იმერეთში
საარსებო შემწეობას 83 937 პირი იღებს, საიდანაც 35 200 მოქალაქე
დასაქმების პროგრამაშია ჩართული.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახიდან თუ ერთი პირი მაინც
დასაქმდა საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში, მისი
ოჯახის წევრები [იქნება ეს ოჯახი 2,3,4 თუ მეტწევრიანი] პროგრამაში
ჩართულებად ითვლებიან.
საქართველოში საარსებო შემწეობის პროგრამა ფინანსურად ეხმარება
ყველაზე ღარიბ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია.
სარეიტინგო ქულას განსაზღვრავს სოციალური მომსახურების სააგენტო და ის
ასახავს ოჯახის შემოსავალსა და ქონებას. მას შემდეგ რაც მთავრობამ
საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
აამოქმედა, იმ პირებს, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულნი,
სააგენტო აღარ ამოწმებს და სტატუსი ოთხი წლის განმავლობაში უცვლელად
უნარჩუნდებათ.
ყველა ეს მონაცემი აჩვენებს, რომ იმერეთში ყოველი მე-5 მოქალაქე
სოციალურად გაჭირვებულია.
მასალის გამოყენების პირობები