ახალი ამბები
"რამდენიმე ჩაკეტილი სოფელი არის, სადაც ვერ ხერხდება კომუნიკაცია" - ირაკლი კობახიძე
FaceBook
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუთაისში იმყოფება, სადაც იმერეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცნო.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმერეთის მხარეში 5 მუნიციპალიტეტი რჩება, სადაც შედარებით რთული ვითარებაა.

"რამდენიმე ჩაკეტილი სოფელი არის, სადაც ვერ ხერხდება კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ზოგადად, სოფლების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, სადაც შეზღუდულია კომუნიკაცია, თუმცა მაქსიმალურად, სხვადასხვა ფორმით ცდილობენ სოფლებში შესვლას ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე სამაშველო სამსახური.

ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც არის, თუმცა აქაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და უკვე ამ დღეების განმავლობაში ბევრგან არის აღდგენილი, ბევრი აბონენტისთვის არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება. ნუ, რთული მდგომარეობა არის ჯერ კიდევ ბევრ ადგილმდებარეობაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ყოველსაათობრივად რეალურად ვითარება უმჯობესდება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შტაბი სრულად იქნება მობილიზებული შემდეგი დღეების განმავლობაშიც და  2-3 დღეში პრობლემის დარეგულირება გახდება შესაძლებელი.

ქუთაისში, "ქართული ოცნების" პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე იმყოფებოდნენ. მათ საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

იმერეთში, ბოლო მონაცემებით, 103 სოფელი ჩაკეტილია, 20 000-მდე აბონენტს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება. შექმნილია მოხალისეების ჯგუფიც, რომლებიც დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ეხმარებიან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელ სამოქალაქო აქტივისტს, მიშიკო მუმლაძეს, შინაგან საქმეთა
სამინისტრომ, 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. 
15:04 / 12.03.2025
ქუთაისელ სამოქალაქო აქტივისტს, მიშიკო მუმლაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. 
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო
სვანეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის
დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 23 პირი
დააკავეს.
13:07 / 12.03.2025
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 23 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.