ახალი ამბები
მდინარაძე მიიჩნევს, რომ მედიის თვითრეგულირება არ მუშაობს, ამიტომ ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს
FaceBook
"ქართული ოცნების" საპარლამენტო მდივანი, მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონით, არსებითად არაფერი იცვლება.

მდინარაძემ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ქუთაისში, საკოორდინაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ კანონის შინაარსი იგივე დარჩება, შეიცვლება მხოლოდ ის, რომ აღსრულების მექანიზმები სახელწმიფოს ხელში გადავა, რადგან მედიის თვითრეგულირების მექანიზმები არ მუშაობს.

"[მედიაში] თვითრეგულირების არგანხორციელებამ, შექმნა მკვდრადშობილი ნორმები. [...] ტელევიზიები მაგალითად, თვითრეგულირების ნაწილში იყვნენ აბსოლუტურად ინერტულები და როგორც აღმოჩნდა და როგორც ჩვენ დავაანონსეთ, ბრიტანული მოდელიდან იყო ძირითადი ნორმები საქართველოს რეალობაზე გადმოტანილი, რაც თქვენ, ყველა ჟურნალისტს ნაღიარები გქონდათ და იყო უბრალოდ, თვითრეგულირების სფეროში. ახლა ხდება ერთადერთი რამის შეცვლა - თვითრეგულირებიდან გადმოდის სახელმწიფოს რეგულაციაში. ანუ ნორმა არ იცვლება, რაც საქართველოში ყველა ჟურნალისტს ხელმოწერით ჰქონდა ქარტიაში და ასე შემდეგ, აღიარებული ჰქონდა, ეს ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მასზე კონტროლს დააწესებს სახელმწიფო, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახორციელებს", - განაცხადა მდინარაძემ.

მედიაექსპერტები მიიჩნევენ, რომ სინამდვილეში, პრობლემა სწორედ იმაშია, თუ ვინ აღასრულებს მედიის რეგულირების მექანიზმებს. თვითრეგულირება, ორგანიზაციული შიდათვითრეგულირება, პროფესიული გაერთიანებები - ეს არის მედიის არამხოლოდ განვითარებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების საშუალება, არამედ, მისი დამოუკიდებლობის დაცვის გარანტი; სახელმწიფოს ხელში კი ეს მექანიზმები კრიტიკული აზრის შეზღუდვის, დაშინებისა და რეპრესიული მეთოდების გამოყენების ბერკეტს წარმოადგენს.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ნახეთ აქ.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიურად მუშაობს შემზღუდავ კანონებზე. პარლამენტმა უკვე გაამკაცრა დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობა. ცვლილებები შეიტანა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ კანონში.

„ოცნების“ გადაწყვეტილებით, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი და შემოიტანა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება, ასევე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ჯარიმები.

ამის პარალელურად "ოცნება" გეგმავს კიდევ უფრო გაამკაცროს კანონმდებლობა საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ასე მაგალითად:

- ყველა კანონიდან ამოიღებენ ნორმებს, რომლებიც საჯარო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას სავალდებულოს ხდის;

- აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „სიტყვასიტყვით ნათარგმნი ვერსიით“ ჩანაცვლდება – 2024 წელს, მეორე ცდაზე, ხმაურით დამტკიცებული „აგენტების კანონი“, რომელსაც საზოგადოებამ „რუსული კანონი“ უწოდა;
შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან;

- დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები - „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად“.


ამავე თემაზე:



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელ სამოქალაქო აქტივისტს, მიშიკო მუმლაძეს, შინაგან საქმეთა
სამინისტრომ, 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. 
15:04 / 12.03.2025
ქუთაისელ სამოქალაქო აქტივისტს, მიშიკო მუმლაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. 
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო
სვანეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის
დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 23 პირი
დააკავეს.
13:07 / 12.03.2025
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 23 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.