გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში, დღეიდან, 27
თებერვლიდან, შედარებით გამოიდარებს.
მისივე თქმით, დღეს, შუადღის საათებში, შესაძლოა ისევ გათოვდეს, თუმცა
მცირედი ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღის
განმავლობაში 0, +1 გარდუსი დაფიქსირდება, ღამით კი მოსალოდნელია
ყინვა: -7, -9 გრადუსი.
ხვალ, 28 თებერვალს 0, +2 გრადუსი დაფიქსირდება.
დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 მარტს, იმერეთის რეგიონში, შესაძლოა
მცირე თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით
კი -4, -6 გრადუსი ყინვა.
2 მარტი უნალექოდ ჩაივლის და ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსამდე
გათბება.
3-4 მარტს ისევ თოვლჭყაპია მოსალოდნელი, თუმცა დღისა და ღამის
ტემპერატურა მოიმატებს.
იმერეთის რეგიონში მეოთხე დღეა, ინტენსიურად თოვს. ბოლო მონაცემებით,
ჩაკეტილია 103 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 20 ათასამდე
აბონენტს, ბუნებრივი აირი კი - 1 603 აბონენტს. გარკვეული
მუნიციპალიტეტების სკოლებსა და ბაღებში შეჩერებულია სასწავლო
პროცესი.
იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტეში მოქმედებს ცხელი ხაზი.
მასალის გამოყენების პირობები