ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, 26
თებერვლას, გვიან ღამიდან, თავდაცვის ძალები ჩაერთვნენ.
როგორც მუნიციპალიტეტში განმარტავენ, ინტენსიური თოვისა და უხვი
ნალექის გამო, როგორც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფლებში გადაადგილება
შეზღუდულია.
კერძოდ, ამ დროის მონაცემებით, მოძრაობა შეზღუდულია მაღალმთიანი
სოფლების: ხანის, ზეგანი- საკრაულას, ზედა დიმის, წითელხევის,
კაკასხიდის და ალისმერეთის მიამართულებით.
ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 2 500-ზე მეტი აბონენტი.
ბაღდათის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გზის
გაწმენდითი სამუშაოები არ შეჩერებულა: მთელი ღამე მუშაობდა ტექნიკა,
ქალაქ ბაღდათში, ზედა დიმში, ვარციხეში, როხში, ფერსათში, როკითში,
თუმცა, ინტენსიური თოვის გამო, ყველა გზა თავიდან საჭიროებს
გაწმენდას.
იმერეთის მუნიციპალიტეტებში თითქმის ერთი კვირაა, გაუჩერებლად თოვს.
ბოლო მონაცემებით, გარესამყაროს მოწყვეტილია 149 სოფელი,
ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს.
მასალის გამოყენების პირობები