იმერეთში, ამ დროისთვის, გარესამყაროს 149 სოფელია
მოწყვეტილი, 30 000-მდე აბონენტს კი ელექტროენერგია არ
მიეწოდება.
ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან
ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი 237 აბონენტი.
გარკვეული მუნიციპალიტეტების სკოლებსა და ბაღებში კი დროებით არის
შეჩერებული სასწავლო პროცესი.
"იმერეთში, მთელი ღამის განმავლობაში, მუშაობდა 46 ერთეული ტექნიკა.
მათი მუშაობის ეფექტურობას აძნელებდა ძლიერი ქარბუქი. ამჟამად,
დილიდან მუშაობს 148 ერთეული ტექნიკა, რომლებიც წმენდენ როგორც
ქალაქის, ასევე სოფლამდე მისასვლელ გზებს",- განაცხადა ლევან
ზალკალიანმა.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა უკვე ერთი კვირაა, გრძელდება. არის
ცნობები მსხვერპლის შესახებ, არაერთი სოფელი გარესამყაროსაა
მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია
ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი
ამოეწურა.
სამაშველო სამუშაოებში შსს-ს 600 თანამშრომელსა და მოხალისეების
ჯგუფებს, მეექვსე დღეს შეუერთდა თავდაცვის ჯარები. მოხალისეების
ნაწილი დღეს დილიდან დრონებით ცდილობს დაზარალებულების დახმარებას და
პროდუქტების მიწოდებას.
მასალის გამოყენების პირობები