ახალი ამბები
პოლიციამ, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულისთვის, 22 პირი დააკავა
FaceBook
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეები.

"პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“, „ექსტაზი“, „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „ამფეტამინი“, „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 18-273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ხელისუფლების მიერ რეპრესიული კანონების დაკანონებას , ქუთაისში,
აქციით გამოეხმაურნენ.
15:00 / 22.02.2025
ხელისუფლების მიერ რეპრესიული კანონების დაკანონებას , ქუთაისში, აქციით გამოეხმაურნენ.
საქართველოში უხვი ნალექისა და
ყინვის მიზეზით, სარკინიგზო გზებზე შექმნილი ვითარების გამო,
საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს.
12:14 / 22.02.2025
საქართველოში უხვი ნალექისა და ყინვის მიზეზით, სარკინიგზო გზებზე შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.