სპეცოპერაცია იყო დღეს დილით ქუთაისში, სადაც ერთი პირი დააკავეს.
როგორც "ქუთაისიპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში
განუცხადეს, დაკავებულია ნარკორეალიზატორი.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული
საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას,
გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები