ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური
პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის
სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.
კერძოდ, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის,
ლიპყინულის, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა დროებით შეზღუდულია: მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის
საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე,
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ2-კმ28 მონაკვეთზე,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192
(უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე და ქუთაისი (წყალტუბოს
გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის
კმ.125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე.
ასევე, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი
და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია:
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, ახალქალაქი კარწახის
საავტომობილო გზაზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის
საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე,
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე,
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62
(ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე,
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე და
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ184
(ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე.
დიდთოვლობის გამო, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის
მოძრაობაა დასაშვები: ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის
კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს
გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის
კმ88-კმ124 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე და ბათუმი(ანგისა)-ახალციხის
საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (სოფ. პაქსაძეები-კურორტი გოდერძი)
მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
ამასთან, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი)
მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი
წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. საავტომობილო გზის
დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თოვლი, ნისლი, ქარბუქი და
ზვავსაშიშროება, საქართველოში, 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები