ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სპორტის
დამსახურებულ ოსტატს წყალბურთის სახეობაში მიხეილ გიორგაძეს 55 წლის
იუბილე მიულოცეს.
სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად მიხეილ გიორგაძეს 1000 ლარი და
"ვეფხისტყაოსანი" გადასცეს.
მიხეილ გიორგაძე არაერთგზის ჩემპიონია. იყო ევროპის ჩემპიონი
ახალგაზრდებს შორის წყალბურთში, საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის
მეორე ადგილოსანი და 1981 წლის მსოფლიო თასის მფლობელი.
ის ასევე, გახლდათ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი, სამგზის ევროპისა
და უნივერსიადის ჩემპიონი, 1988 წლის ოლიმპიური თამაშების
პრიზიორი.
მასალის გამოყენების პირობები