გამოდის, რომ მურღულიამ არ იცის ამის შესახებ, ან შეგნებულად იტყუება.
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლების
განმარტებით, ქუთაისის მერი ან ინფორმაციულ ვაკუუმშია ან შეგნებულად
იტყუება.
საუბარია, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე პარლამენტის
შენობაზე, რომლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების მოთხოვნით,
ადგილობრივ თვითმმართველობას "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა,
რაზეც ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ აღნიშნული
ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს და შესაბამისად,
თვითმმართველობას იქ შესვლის
უფლება არა აქვს.
"ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია საჯარო რეესტრში, სადაც მითითებულია, რომ
ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე პარლამენტის შენობის მიმდებარე
ტერიტორია ეკუთვნის სახელმწიფოს. გამოდის, რომ მურღულიამ არ
იცის ამის შესახებ, ან შეგნებულად იტყუება, რადგან არ არის პოლიტიკური
ნება იმისა, რომ ეს ტერიტორია იყოს მოწესრიგებული",-ამბობს
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, დავით
გოგისვანიძე.
"ნაციონალების" განმარტებით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია
"სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" დაქვემდებარებაშია.
მასალის გამოყენების პირობები