ახალი ამბები
"სოლიდარობა და თავისუფლება მირიან ბერულავას"
FaceBook
"სოლიდარობა და თავისუფლება მირიან ბერულავას",- ამ სლოგანით ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, იმერეთის სამხარეო პოლიციასთან, ჟურნალისტების აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში სადაც ფეისბუქ პოსტი გამო ადამიანს აკავებენ, უკე დიქტატურაა.

"დიქტატურაა, როცა ჩვეულებრივი ფეისბუქ პოსტისთვის, პოზიციის დაფიქსირებისთვის ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს საპყრობილეში. სოლიდარობა მირიანს და ყველა უკანონოდ დაკავებულ პატიმარს",- აღნიშნა სოლიდარობის აქციაზე ჟურნალისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

მირიან ბერულავას პოლიციამ 1 თებერვალს, საცხოვრებელ სახლში მიაკითხა. თავდაპირველად მას განუცხადეს, რომ გამოკითხვაზე გადაჰყავდათ. გზაში, საუბრის დროს, მირიანმა პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ არ ენდობოდა სისტემას, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.

მირიანის მეგობრები ამბობენ, რომ პოლიცია მისით, დღეს, დედაქალაქში მიმდინარე აქციის შესახებ, სტატუსის გამოქვეყნების გამო დაინტერესდა.

"ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ ავტობანის გადაკეტვაში" - წერდა მირიანი პირველ თებერვალს.

მირიან ბერულავა პროფესიით ოპერატორია. იგი წლების განმავლობაში ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდა. მირიანი ქუთაისში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია,
13:09 / 14.04.2025
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივიდა.
ქუთაისში, დღეს, 14 აპრილს, ქართული ენის დაცვის დღესთან
დაკავშირებით, აქცია გაიმართება.
12:31 / 14.04.2025

ქუთაისში, დღეს, 14 აპრილს, ქართული ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით, აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.