ახალი ამბები
შიმშილობის მე-17 დღე - მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეშია!
FaceBook

"იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის"; "თუ მსხვერპლია საჭირო, მე ვიქნები" , - ეს პატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გზავნილებია ციხის საკნიდან.


გამოცემების "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" დამფუძნებელი, 17 დღეა შიმშილობს. მზია არ იღებს არანაირ დანამატს, იღებს მხოლოდ წყალს. მისი სიცოცხლე საფრთხეშია. მისი მეგობრები, კოლეგები, თანამშრომლები, ვინც მზიას კარგად იცნობს, ამბობენ, რომ მისი დარწმუნება - შეწყვიტოს შიმშილობა, პრაქტიკულად შეუძლებელია. მზია ამბობს, რომ არ შიმშილობს შეღავათების მისაღებად, ეს პროტესტია იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ ქვეყანაში შექმნა.

პატიმარი ჟურნალისტის "მსხვერპლშეწირვას" მშვიდად ადევნებს თვალს რეჟიმი. "ქართული ოცნების" არც ერთ წარმომადგენელს მზია ამაღლობელის სიცოცხლესთან დაკავშირებულ საფრთხეზე არ უსაუბრია.

შიმშილობის მე-17 დღეს, ორგანიზმში მიმდინარე მძიმე პროცესებზე ისაუბრეს ბათუმელმა ექიმებმა და მოითხოვეს, დაუყოვნებლივ შეუშვან სპეციალისტთა ჯგუფი დაკავებულთან, რათა სასწრაფოდ მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა. ასევე, გამოთქვეს მზადყოფნა, მისი მკურნალობის პროცესში ჩასართავად. მათი თქმით, იმ ფონზე, როცა მზია ამაღლობელს აქვს ქრონიკული დაავადება, კერძოდ, დიაბეტი, მისთვის შიმშილობა კიდევ უფრო დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

"საია", რომელიც სასამართლოში პატიმარი ჟურნალისტის უფლებებს იცავს, ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევს და მოითხოვს მზია ამაღლობელის შიმშილობასთან დაკავშირებით სასწრაფო რეაგირება მოახდინოს იუსტიციის სამინისტრომ, გააკეთოს შესაბამისი განცხადება და საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

"საია" ასევე, მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს მზია ამაღლობელის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რადგან ის არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მოითხოვოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

"იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის" - მზია ამაღლობელის ეს გზავნილი ციხიდან, 17 დღეა მოქმედებაშია. მისი დაკავების დღიდან, სოლიდარობის აქციებმა მთელი ქვეყანა მოიცვა. მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ჟურნალისტის ახლობლები, მეგობრები, კოლეგები და რიგითი ადამიანები ქუჩებში მოითხოვენ.

"ქართული ოცნება" ახლა ერთადერთია, ვინც ვალდებულია და ვისაც შეუძლია საკუთარი მოქალაქის სიცოცხლე იხსნას - გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი და შეუჩეროს უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს, რომელმაც მზია ამაღლობელს, დაკავების შემდეგ, სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკური ძალადობა სცადა.

მზია ამაღლობელი 17 დღის წინ, ბათუმში, საპროტესტო შინაარსის სტიკერების გაკვრისას მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. აქციაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის შელაპარაკების მომენტში, მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი გაარტყა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. პროკურატურა დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რის გამოც ჟურნალისტს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"საიამ" ჟურნალისტის დაკავება იმთავითვე შეაფასა მმართველი პარტიის მიერ, პოლიტიკური მოტივით მის დასჯად. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, მზია ამაღლობელის დაკავება მოხდა უკანონოდ და მის მიმართ წარდგენილი ბრალი არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბიძინა ივანიშვილი ოფშორებში
დარეგისტრირებული ქონების საქართველოში გადმოტანის პროცესს
აჩქარებს.
14:31 / 29.01.2025
ბიძინა ივანიშვილი ოფშორებში დარეგისტრირებული ქონების საქართველოში გადმოტანის პროცესს აჩქარებს.
ტრამპის მიერ ჯანდაცვის მდივნად რობერტ კენედი უმცროსის
წარდგენისას, ჯერ კიდევ მაშინ დაანონსდა, რომ მკვეთრი ნაბიჯები
გადაიდგმებოდა საკვების უვნებლობის სფეროში, - გორდასის კვანძის
გასაჭრელად უერთდებოდა ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპის
კაბინეტს.
13:04 / 29.01.2025

ტრამპის მიერ ჯანდაცვის მდივნად რობერტ კენედი უმცროსის წარდგენისას, ჯერ კიდევ მაშინ დაანონსდა, რომ მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმებოდა საკვების უვნებლობის სფეროში, - გორდასის კვანძის გასაჭრელად უერთდებოდა ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპის კაბინეტს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.