ფესტივალი შემოდგომაზე იგეგმება.
ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი
გაიმართება. ფესტივალი შემოდგომაზე იგეგმება. მასში მონაწილეობას ის
ქართველი და უცხოელი რეჟისორები მიიღებენ, რომლებმაც გასულ წელს
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოადგინეს თავიანთი
პროდუქცია.
უფრო ზუსტად, ქუთაისში უცხოელი ავტორების მხოლოდ ფილმები იქნება
წარმოდგენილი, ქართველი რეჟისორები კი თავად ესტუმრებიან ქუთაისის
ფესტივალს და საკუთარი ფილმების წარდგენასთან ერთად მასტერკლასებსაც
ჩაატარებენ.
თუ ვინ ეწვევა და რომელი ფილმები იქნება წარმოდგენილი, ეს საკითხი
ჯერჯერობით მოლაპარაკების პროცესშია. აღნიშნულის შესახებ
"ქუთაისიპოსტს" მერიის კულტურის სამსახურში განუცხადეს.
მათი თქმით ფესტივალში შესაძლებელია ორმა ქუთაისელმა რეჟისორმაც
მიიღოს მონაწილეობა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც მხატვრული, ასევე, დოკუმენტური
კინო.
ჩვენებები ღია ცის ქვეშ გაიმართება.
მოკლემეტრაჟიანი ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი ქალაქის ბიუჯეტიდან
4 ათასი ლარით ფინანსდება.
მასალის გამოყენების პირობები