11 - 12 იანვარს, თბილისსა და
ბათუმში, ჯამში 30-მდე ადამიანი დააკავეს.
დაკავებულთა შორის იყვნენ ელენე ხოშტარია, გიორგი კირთაძე და შშმ
პირთა უფლებადამცველი, გია ჯვარშეიშვილი, "ბათუმელების" ოპერატორი
გურამ მურვანიძე, რომლებიც ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს.
დაკავებულია "ბათუმელებისა" და
"ნეტგაზეთის" დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც ორი დღის
განმავლობაში პოლიციამ ორჯერ დააკავა. თავდაპირველად, იგი 11 იანვარს,
სტიკერების გაკვრის გამო, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და
ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. განმეორებით კი მისი დაკავება
12 იანვარს, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით (სსკ 353¹) მოხდა, რაც რაც
4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელს ბრალი 48
საათის ვადაში უნდა წარედგინოს.
12 იანვარს 9 ადამიანი დააკავეს
თბილისში, რესტორან "ბაბილოსთან" . რესტორანთან ვითარება მას შემდეგ
დაიძაბა, რაც ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მოსამართლეების მიერ
კორპორატიული წვეულების გამართვა გააპროტესტეს. დაკავებულთა ნაწილი
დიღმის, ნაწილი კი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია
გადაყვანილი. დაკავებულთა შორისა არიან მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე,
შაკო მაღრაძე, ტიტე გედენიძე, ბექა პაპაშვილი, ნუცა მახარაძე.
ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფები უკვე მოინახულეს. დაკავებულთა
ნაწილს მიყენებული აქვს დაზიანებები, ისინი ჰყვებიან პოლიციელების
მხრიდან ძალის გადამეტებაზე.
ბათუმში კი დაკავებების სერია მას
შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეებმა სტიკერების გაკვრა სცადეს.
სტიკერების გაკვრის გამო პოლიციამ რვა ადამიანი დააკავა. 11 იანვარს
კი 12 პირი.
მშვიდობიანი დემონსტრანტების
დაკავებით, "ქართული ოცნება" აგრძელებს მოქალაქეების დაშინებას და
სიტყვისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვას.
მასალის გამოყენების პირობები