შპს "საქნახშირი", რომელიც მეშახტეებს, ახალი წლიდან,
სამსახურიდან ათავისუფლეს, განცხადებას ავრცელებს, სადაც
აღნიშნულია, რომ რეორგანიზაციის პროცესი წარმატებით
დასრულდა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით,
გადამზადების პროგრამა და შესაბამისი კონტრაქტი 38 ადამიანს
შესთავაზეს, ვისი კადრიც რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა.
"საქნახშირში" ამბობენ, რომ 38 დასაქმებულიდან შვიდმა აღნიშნულ
შეთავაზებაზე საკუთარი ნებით თქვა უარი და მათთან 2-თვიანი
კომპენსაციის გადახდის შეთანხმება შედგება, დანარჩენ 31
თანამშრომელთან კი შეთანხმება უკვე გაფორმდა.
"15 იანვარს გადამზადების პროგრამა დაიწყება, რომელიც საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა შეიმუშავეს. შეგახსენებთ, რომ
პირველ ეტაპზე ახალი შახტის მშენებლობისთვის საჭირო იქნება 180
სპეციალისტის დასაქმება.
აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს. განსაკუთრებული
პრიორიტეტი მიენიჭებათ ტყიბულის მცხოვრებლებს და შესაბამისი
გამოცდილების მქონე პირებს. კადრების გადამზადების პროგრამას
საქნახშირი სრულად დააფინანსებს.
გრაფიკთან და პროფესიებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია 10
იანვრის შემდეგ გამოქვეყნდება",- აღნიშნულია კომპანიის
განცხადებაში.
მეშახტეები, რომლებიც "საქნახშირმა" სამსახურიდან გაათავისუფლა,
აღნიშნულს
პოლიტიკურ პოზიციებს უკავშირებენ. ისინი ამბობენ,
რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი და "ოცნების"
მიერ ქვეყნის საგარეო კურსიდან გადახვევას ღიად აპროტესტებდნენ,
ამიტომ სამსახურიდან გათავისუფლებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ.
ამავე თემაზე:
"დაიწყეს რეპრესიები"- "საქნახშირმა" მეშახტეები
სამსახურიდან გაათავისუფლა
მასალის გამოყენების პირობები