ახალი ამბები
"გამოწვევაა სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა"- ომბუდსმენი თერჯოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრზე
FaceBook
თერჯოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტებს არ აქვთ სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა, ამასთან, შენობაში გამოწვევაა სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან იოსელიანი შპს „იმერმედი – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში (თერჯოლამედი)“ არსებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, გუშინ, 23 დეკემბერს, იმყოფებოდა. 

მან დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, გაესაუბრა პაციენტებსა და განყოფილების პერსონალს.

ომბუდსმენის თქმით, დაწესებულებაში გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული პრობლემები. ამასთან, ხშირია ერთი და იმავე პირების სტაციონირების შემთხვევები, რაც გამოწვეულია რეგიონში სათემო სერვისების ნაკლებობით.





"მკურნალობის პროცესში პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილნი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციური ინტერვენციებით და ნაკლებადაა გათვალისწინებული მათი ინდივიდუალური საჭიროებები. ცენტრი განიცდის საჭირო პერსონალის/სპეციალისტების სიმცირეს.

სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები განაგრძობენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებული პირების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას და მონიტორინგის შედეგები აისახება საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში",- აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში. 

თერჯოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი 18 საწოლზეა გათვლილი და სრულად დატვირთულია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობა
(საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის), იანვრიდან,
10 ლარამდე გაიზრდება.
12:22 / 26.12.2024

ქუთაისში, მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობა (საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის), იანვრიდან, 10 ლარამდე გაიზრდება.

მძიმე ინფრასტრუქტურული და სანიტარული მდგომარეობა; დაწესებულების
გადატვირთულობა; დაწესებულების ეფექტურად მართვისა და საჭიროებების
დროულად უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი რესურსების სიმცირე; დამხმარე
პერსონალის დაბალი ანაზღაურება - ეს ის პრობლემებია, რაც სახალხო
დამცველმა ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიზიტისას დააფიქსირა.
11:28 / 26.12.2024
მძიმე ინფრასტრუქტურული და სანიტარული მდგომარეობა; დაწესებულების გადატვირთულობა; დაწესებულების ეფექტურად მართვისა და საჭიროებების დროულად უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი რესურსების სიმცირე; დამხმარე პერსონალის დაბალი ანაზღაურება - ეს ის პრობლემებია, რაც სახალხო დამცველმა ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიზიტისას დააფიქსირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.