ახალი ამბები
"მოქალაქეთა ნაწილი კარს არ აღებს" - რატომ გადაავადა საქსტატმა მოსახლეობის აღწერა
FaceBook
მოსახლეობის აღწერა, რომელიც 19 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, დღეს, 20 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პროცესის შეფერხების მიზეზად მან ზოგიერთ რეგიონში არსებული მეტეოროლოგიური პირობები დაასახელა. ასევე განმარტა, რომ თბილისში, მოქალაქეების ნაწილი აღმწერებს, სხვა­დასხვა გარემოების გამო, კარს არ უღებდა.

გოგიტა თოდრაძის თქმით, ამ დროისთვის, 3 მილიონზე მეტი მოქალაქეა გამოკითხული. 

"პრო­ცესი აქტიურად მიმდინარეობს დღესაც, რომლის დასრულებასაც სჭირდება კიდევ რამ­დენიმე დღე. აქედან გამომდინარე, საქსტატმა მიიღო გადაწყვეტილება აღწერის კიდევ რამ­დენიმე დღით გახანგრძლივების შესახებ. შესაბამისად, პროცესი გაგრძელდება მიმდინარე თვის ბოლომდე. ამასთან, მოქალაქეთა თხოვნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დღეიდან, 20 დეკემბრიდან კვლავ გავხსნათ აღწერის თვითრეგისტრაციის პორტალი, რომლის მეშვეო­ბი­თაც აღწერის მიღმა დარჩენილ მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, სახლში ინტერვიუერის ვიზიტის გარეშე შეავსონ ელექტრონული კითხვარი. აღწერაში თითოეული მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანია",- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. 

საქართველოში, 2024 წლის 14 ნოემბრიდან, მოსახ­ლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა მიმდინარეობს. აღწერას სტატისტიკის ეროვნული სამსახური - საქსტატი ატარებს, რომლის მიზანიც მოსახ­ლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურისა და დემოგრაფიული მდგომარეობის ამსახველი დეტალური მონაცემების შეგროვებაა.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 14-დან 28 ნოემბრის პერიოდში, მონაცემები თვით­რეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით შეგროვდა, ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან დღემდე) - კარდაკარის პრინციპით, პლან­­შეტური კომპიუტერის გამოყენებით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. ამასთან, მაღალ­მთიან და ძნელად მისადგომ დასახლებებში, აღწერა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარდა.

აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. წინა აღწერა 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მოსახლეობის აღწერა არ გულისხმობს მხოლოდ მოსახ­ლე­ო­ბის რიცხოვნობის განსაზღვრას. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, აღწერის ფარგლებში გროვდება მონაცემები მოსახ­ლეობის საბინაო პირობების და საცხოვრისის კეთილმოწყობის სახეების შესახებ. აღწე­რის შედეგად ასევე მიიღება ინფორმაცია, მოქალაქეობის, ეროვნების, აღმსარებლობის, განათ­ლების დონის, დასაქმების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მოქალაქეთა სარგებლობაში არსე­ბული მიწის ნაკვეთების სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობისა და სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.

გოგიტა თოდრაძის თქმით, აღწერის ჩატარება, მიმდინარე წელს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეკომენდაციებიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, ის აუცილებლად უნდა ჩატარე­ბუ­ლიყო 2024 წლის ბოლომდე. აღწერის ჩატარება, მიმდინარე წლის ბოლომდე, ასევე გათვალისწინებულია ევროკავ­შირ­თან ასოცირების შესახებ შეთანხმების 2024 წლის სამოქმედო გეგმით.

მისივე განმარტებით, აღწერის კითხვარი თავიდან ბოლომდე საერთაშორისო რეკომენ­დაციე­ბის, კერძოდ UNECE-ს და FAO-ს მეთოდოლოგიის მიხედვითაა შემუშავებული, რომლითაც მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობს.

აღწერას, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, საქსტატის 12 ათასზე მეტი მუდმივი თუ დროებითი თანამ­შრო­მელი ატარებს. 

აღწერის შედეგები 2025 წლის ივნისში იქნება ხელმისაწვდომი.

2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა, თავდაპირველად, 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა. 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები თვითრეგისტრაციის მეთოდით შეგროვდა, ხოლო 29 ნოემბრიდან - 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდა „საქსტატის“ ინტერვიუერების მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.

ამავე თემაზე:

14 ნოემბრიდან მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა იწყება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ნაძვის ხესთან, სადაც
მერია ახალი წლის მოახლოებას ზეიმობს, მოქალაქეებმა პროევროპულ
აქციებზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები
მიიტანეს.
15:14 / 21.12.2024
ქუთაისში, ნაძვის ხესთან, სადაც მერია ახალი წლის მოახლოებას ზეიმობს, მოქალაქეებმა პროევროპულ აქციებზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები მიიტანეს.
21 დეკემბერს, ქუთაისში დაგეგმილ ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას,
სამოქალაქო აქტივისტები განცხადებით ეხმაურებიან.
13:38 / 20.12.2024
21 დეკემბერს, ქუთაისში დაგეგმილ ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას, სამოქალაქო აქტივისტები განცხადებით ეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.