ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ჩატარდა ტრენინგი ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის
"იცხოვრე ძალადობის გა
რეშე
" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს "ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით საზოგადოებაში
ცნობიერების ამაღლება"-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში.
ტრენინგზე განხილული იყო ქალთა მიმართ
ძალადობის, ოჯახში ძალადობის, მსხვერპლთა მიმართ ძალადობის
და სხვა თემები.
"ამ ტრენინგით ვეხებით ევროკავშირის კონვენციას,
რომელსაც 2014 წელს მიუერთდით. ვისაუბრეთ
საკანონმდებლო ცვლილებებზე, სტერეოტიპებზე,
რომლებიც ქვეყანაში ძალადობის მხრივ არსებობს" -
განაცხადა
პროექტ
"იცხოვრე ძალადობის გარეშე
"ხელმძღვანელმა ქეთინო აბულაშვილმა.
საქართველო
"ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ
" ევროსაბჭოს კონვენციას 2014 წლის 20 ივნისს
შეუერთდა. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
ბრძოლის ღონისძიებებს ახორციელებს
ოჯახში ძალადობის
აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭო, რომლის მიზანი ოჯახში ძალადობის
აღკვეთა არის.
მასალის გამოყენების პირობები