ქვეყანაში და ქალაქში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის
მიუხედავად, ქუთაისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის
ემზადება.
საახალწლო ღონისძიებები ხვალ, 21 დეკემბერს, ცენტრალურ მოედანზე,
14:00 საათიდან დაიწყება. 19:00 საათზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე
აინთება.
"21 დეკემბერს, ქუთაისში, გელოდებით ცენტრალურ მოედანზე, 14:00
საათიდან. შევუქმნათ პატარებს საზეიმო განწყობა, ერთად ავანთოთ ნაძვის
ხე და ერთად ვიზეიმოთ დამდეგი ახალი წელი!",- წერია მერიის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
საახალწლო ღონისძიებები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21 დეკემბრიდან 31
დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერია საახალწლო ღონისძიებებს და
ნაძვის ხის ანთებას იმ დღეს გეგმავს, როცა თბილისში, ქუთაისელების
მარში იმართება.
ათობით მოქალაქე 21 დეკემბერს, 10:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზე
შეკრიბება და დედაქალაქისკენ ავტოლოკონებით გაემართება.
მოქალაქეები ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციის
მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული
აქციები 23-ე დღეა მიმდინარეობს.
ფოტო: არქივი
მასალის გამოყენების პირობები