ახალი ამბები
ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მხოლოდ სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხვდება
FaceBook
ვიზიტად მყოფ ალან ბერსეს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეხვდნენ.

მასთან შეხვედრაზე უარს მხოლოდ ოპოზიციური პარტიის, "კოალიცია ცვლილებისთვის", წარმომადგენლები ამბობენ.
პარტიამ "კოალიცია ცვლილებისთვის" წინა საღამოს განაცხადა, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტს "ქართული ოცნება" იყენებს "პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მიზნებით", ამიტომ არ შეხვდებიან ალან ბერსეს.

„ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში:
ა) უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს
ბ) უნდა შედიოდეს ციხეზე, ნახულობდეს პოლიტიკურ პატიმრებს და ისმენდეს მათ ისტორიებს
გ) საღამოს უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე და ესაუბრებოდეს იქ ყინვაში მდგომ ადამიანებს“, - დაწერა თავის ფაისბუკგვერდზე ზურაბ ჯაფარიძემ.

"ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვსს. წევრები ვართ მანდ. "ოცნება" იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს;
მათი მთავარი მანდატი ადამიანის უუფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია", - დაწერა კოალიციის წევრმა ელენე ხოშტარიამ ფეისბუკზე.

სამაგიეროდ ალან ბერსეს უკვე შეხვდნენ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, ასევე "ძლიერი საქართველოს" ლიდერები.

დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრა პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" ლიდერებთან.

ალან ბერსე 18 დეკემბერს შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, თუმცა შეხვედრის შემდეგ ამის შესახებ X-ზე არ დაუწერია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ნაძვის ხესთან, სადაც
მერია ახალი წლის მოახლოებას ზეიმობს, მოქალაქეებმა პროევროპულ
აქციებზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები
მიიტანეს.
15:14 / 21.12.2024
ქუთაისში, ნაძვის ხესთან, სადაც მერია ახალი წლის მოახლოებას ზეიმობს, მოქალაქეებმა პროევროპულ აქციებზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები მიიტანეს.
21 დეკემბერს, ქუთაისში დაგეგმილ ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას,
სამოქალაქო აქტივისტები განცხადებით ეხმაურებიან.
13:38 / 20.12.2024
21 დეკემბერს, ქუთაისში დაგეგმილ ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას, სამოქალაქო აქტივისტები განცხადებით ეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.