ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის
ჩათლით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების
იზოლატორებსა და კლინიკებში 362 მოქალაქე მოინახულეს.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 362 მოქალაქიდან 227 არასათანადო
მოპყრობაზე მიუთითებდა, 158 ადამიანს ხილული დაზიანებები
აღენიშნებოდა.
პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში 22-ე დღეა,
გრძელდება.
დემონსტრაციებისას პოლიციელებმა არაერთ ადამიანზე იძალადეს როგორც
დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ. დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28
ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ
გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს
ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის
პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ. ამიტომ ითხოვენ ხელახალი
საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე
დაკავებულთა გათავისუფლებას.
ფოტო: ნეტგაზეთი
მასალის გამოყენების პირობები