ახალი ამბები
სასამართლომ 9 დეკემბრამდე განხილულ 114 საქმეზე, ყველა პირი სამართალდამრღვევად ცნო
FaceBook
"არცერთი სრულად გამამართლებელი შედეგი მშვიდობიანი დემონსტრანტების სასარგებლოდ" - ასეთია პროევროპულ აქციაზე დაკავებული ადამიანების საქმეებზე ჩატარებული სასამართლო პროცესების შედეგები.


არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებმა, ამ დრომდე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 450-ზე მეტი პირის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. 9 დეკემბრამდე სასამართლოში ჩატარდა 114 პირის საქმე. სასამართლომ აბსოლუტურად ყველა დაკავებული სამართალდამრღვევად ცნო და მათ წინააღმდეგ, ძირითადად ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმა გამოიყენა.

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებმა იზოლატორებში 300-ზე მეტი პირი მოინახულეს. ყველა, ვისზეც დადასტურდა, რომ დაკავებული იყო, გადაიყვანეს იზოლატორში და მათ არ ჰყავდათ სხვა ადვოკატი.

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული პირების უმეტესობა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს, თუმცა, დღემდე არცერთი სამართალდამცავი არ მიუციათ პასუხისგებაში.

28 ნოემბრიდან საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროევროპულ აქციებზე 460-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. მათგან 31-ის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, დაკავებისას და დაკავების შემდეგაც, აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდებიან. დაკავებულები საუბრობენ, პოლიციის განყოფილებებში გადაყვანის პროცესში, შსს-ს ავტომობილებში, მათ მიმართ სასტიკად ცემაზე, გინებასა და მუქარაზე. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები და "ქართული ოცნების" მიერ დაქირავებული პირები სასტიკად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებსაც. არ დასჯილა არც ერთი დამნაშავე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებსაც სამი თვეა,
სახელფასო ანაზღაურება
არ აუღიათ, კომპანია ერთი თვის დავალიანებას ჩაურიცხავს.
11:12 / 02.04.2025
ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებსაც სამი თვეა, სახელფასო ანაზღაურება არ აუღიათ, კომპანია ერთი თვის დავალიანებას ჩაურიცხავს.
კონსტანტინე არველაძე, რომელსაც სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ერთ
თვეზე მეტია, ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
11:01 / 02.04.2025
კონსტანტინე არველაძე, რომელსაც სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ერთ თვეზე მეტია, ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.