ქუთაისში, ტურიზმის სფეროს
წარმომადგენლები ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.
ისინი, 15 დეკემბერს,
18:00 საათზე, ქუთაისის მერიასთან შეიკრიბებიან
და "ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას გააპროტესტებენ, ასევე იმ
ძალადობას დაგმობენ, რომელსაც ხელისუფლება დემოსტრანტების წინააღმდეგ
ახორციელებს.
"ქუთაისში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც აპარტიული
ვართ, ვგეგმავთ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ მიმდინარე მოვლენებთან
დაკავშირებით. ჩვენ, გიდებს, ტურისტულ კომპანიებს, სასტუმროებს,
მძღოლებს და ვისაც გვაქვს ტურიზმთან შეხება, გვსურს დავაფიქსიროთ
ჩვენი შეხედულება, რა მიგვაჩნია სწორ მხარედ ქვეყნის კეთილდღეობისთვის
და განვითარებისთვის! რეგიონებიდან თუ ხართ მსურველები
შემოგვიერთდით",-აღნიშნულია მათ განცხადებაში.
ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციები, საქართველოს მასშტაბით, უკვე
მე-17 დღეა იმართება.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28
ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ
გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს
ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის
პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ. ამიტომ ითხოვენ ხელახალი
საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე
დაკავებულთა გათავისუფლებას.
ფოტო: არქივი
მასალის გამოყენების პირობები