ორგანიზაციის
მიზანია დევნილების აფხაზეთში დაბრუნების საკითხის წინ
წამოწევა.
დღეს, მოქალაქეთა გაერთიანებული კავშირი "ჩვენი აფხაზეთი" დაფუძნდა.
ორგანიზაციის პრეზენტაცია წყალტუბოში შედგა.
"ჩვენი აფხზეთის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, როლანდ ნიჟარაძის
განმარტებით, ახლადშექმნილ ორგანიაზაციაში ამ დრომდე არებული
სხვადასხვა არასამთვარობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და
აფხაზეთიდან დევნილები არიან გაერთიანებული.
როლანდ ნიჟარაძის განმარტებით, ორგანიზაციის მიზანია დევნილების
აფხაზეთში დაბრუნების საკითხის წინ წამოწევა.
"უკვე კარგა ხანია აღარ გვესმის
საუბრები
აფხაზეთში დაბრუნებაზე. შესაბამისი სამინისტრო მხოლოდ ელემენტარული
საყოფაცხოვრებო პირობების დაკმაყოფილებით არის
დაკავებული. პარლამენტში ამ საკითხს არავინ აჟღერებს. არ გვინდა
შუამავალი სხვა ვინმე პარლამენტში, რადგან ჩვენ თვითონ ვიბრძოლებთ
იმისთვის, რომ პარლამენტში მოვხვდეთ და ტერიტორიების დაბრუნების
საკითხი მეტად აქტიური გავხადოთ", - განაცხადეს ორგანიზაციის
პრეზენტაციაზე.
მოქალაქეთა გაერთიანებული კავშირი "ჩვენი აფხაზეთი" საპარლამენეტო
არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები