ახალი ამბები
საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 999 მილიონი დოლარით შემცირდა
FaceBook
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 999 მილიონი დოლარით შემცირდა.

ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ნოემბერში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 39 მილიონი დოლარით, 4,123,893,700 დოლარამდე გაიზარდა.

გასულ თვეში ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ეროვნული ბანკის მიერ Bmatch პლატფორმით 124.5 მილიონი დოლარის შესყიდვა გახდა.

სამაგიეროდ ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა რეკორდული მასშტაბის 591 მილიონი დოლარის მოცულობის სავალუტო რეზერვები გაყიდა, რამაც საერთაშორისო რეზერვების 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირება განაპირობა. ამ კლების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალური გახდა სავალუტო რეზერვების შევსება.

ნოემბრის მდგომარეობით სავალუტო რეზერვების მოცულობაზე გავლენა მოახდინა ოქროს ფასმაც, რომელიც შემცირდა. თუკი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვებში არსებული 7.1 ტონა ოქრო 627 მილიონი დოლარი ღირდა, ნოემბრის მდგომარეობით მისი ფასი 608 მილიონ დოლარამდე შემცირდა. რომ არა ეს კლება, საქართველოს სავალუტო რეზერვები გასულ თვეში 39 მილიონის ნაცვლად 58 მილიონი დოლარით გაიზრდებოდა.

ეროვნული ბანკის მიერ 2024 წლის 11 თვეში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების დეტალური სტატისტიკა ასე ნაწილდება:
• იანვარი - შესყიდვა $8.1 მილიონი Bmatch;
• თებერვალი - შესყიდვა $77.5 მილიონი Bmatch-ით;
• მარტი - შესყიდვა $127.9 მილიონიBmatch-ით;
• აპრილი - შესყიდვა $73.1 მილიონი Bmatch-ით;
• მაისი - გაყიდვა $108.7 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $9.1 მილიონიBmatch-ით;
• ივნისი - გაყიდვა $60 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $42 მილიონი Bmatch-ით;
• ივლისი - შესყიდვა $1.9 მილიონი Bmatch-ით;
• აგვისტო - შესყიდვა $41 მილიონი Bmatch-ით;
• სექტემბერი - გაყიდვა $106.5 მილიონი Bmatch-ით;
• ოქტომბერი - გაყიდვა $213.4 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $377.7 მილიონი Bmatch-ით.
• ნოემბერი - შესყიდვა Bmatch-ით 124.5 მილიონი დოლარის ოდენობით.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადების შესაბამისად, 2024 წელს სებ-ის მთლიანი გაყიდვები იყო 917 მილიონი დოლარი, ხოლო შესყიდვები 453 მილიონი დოლარი იყო, რაც წმინდა 464 მილიონი დოლარის გაყიდვების ტოლია.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შსს-მ 2 თებერვალს, მოქალაქეების
მიერ, პროტესტის ნიშნად, თბილისის გასასვლელის ჯგუფურად გადაკეტვის
მცდელობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა რვა პირის მიმართ
დაიწყო.
17:36 / 04.02.2025
შსს-მ 2 თებერვალს, მოქალაქეების მიერ, პროტესტის ნიშნად, თბილისის გასასვლელის ჯგუფურად გადაკეტვის მცდელობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა რვა პირის მიმართ დაიწყო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვის სავარაუდოდ წყლით -
„ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციაზე მოკვლევა დაიწყეს.
16:02 / 04.02.2025
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვის სავარაუდოდ წყლით - „ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციაზე მოკვლევა დაიწყეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.