ახალი ამბები
ქუთაისელი აქტივისტები იუსტიციის სახლში შევიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს
FaceBook
" გაიფიცე! გაფიცვა შენი კონსტიტუციური უფლებაა" - ქუთაისელმა აქტივისტებმა ამ შინაარსის პლაკატი იუსტიციის სახლში შეიტანეს და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.

მათი თქმით, ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს ყველამ უნდა გამოხატოს პროტესტი. აქტივისტებმა თანამშრომლებს აქციაზე დაშავებული ადამიანების ფოტოებიც დაურიგეს, რის შემდეგაც მათ შენობის დატოვება აიძულეს.

"იუსტიციის სახლში რამდენიმე აქტივისტი შევედით, პლაკატები (აქციაზე დაშავებული, რეჟიმის მსხვერპლი აქტივისტების ფოტოებით) დავარიგეთ მომსახურე პერსონალთან და ბოლოს გამოგვიშვეს… არ შეიძლებაო, არ შეიძლება ამ ქვეყანაში სიმართლის თქმა", - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი მარიამ მინდელი.

ქუთაისში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი პროტესტი 28 ნოემბერს, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციას 2028 წლამდე აჩერებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი ბარმენი ემელიანე ბაბუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე
იასპარეზებს.
10:49 / 11.12.2024
ქუთაისელი ბარმენი ემელიანე ბაბუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი
საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების მიმართ არასათანადო
მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს.
16:15 / 10.12.2024
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.