5 დეკემბერს, ქუთაისში, საპროტესტო
აქციაზე დაკავებული 17 წლის მოზარდი, ამ დრომდე იზოლატორში
იმყოფება.
არასრულწლოვანთან ერთად, წინასწარი მოთავსების საკანში ღამე გაათია
დაკავებულის დედამაც. 17 წლის მოზარდს, სავარაუდოდ, დღეს
გაათავისუფლებენ.
5 დეკემბერს, სამართალდამცველებმა
ქუთაისის მერიის წინ 17 წლის მოზარდი დააკავეს. არსებული ინფორმაციით,
არასრულწლოვანმა პოლიციელების მისამართით კენჭი ისროლა, რასაც მისი
დაკავება მოჰყვა. დაკავების დროს მოზარდი შეუძლოდ გახდა, ამის
მიუხედავად, პოლიციელებმა 17 წლის ბიჭი საპატრულო პოლიციის
ავტომობილში ჩასვეს და იზოლატორში გადაიყვანეს.
ქუთაისში, მეცხრე დღეა საპროტესტო
აქციები მიმდინარეობს.
ახალი საპროტესტო ტალღა, რომელიც ყოველდღიურად უფრო მზარდი ხდება, 28
ნოემბერს, მთავრობის განცხადებას მოჰყვა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა,
რომ ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე
აჩერებს.
მასალის გამოყენების პირობები