ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პეტრე ადამაძის
ინფორმაციით, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ
ინფორმაცია შევიდა.
"მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები", - განაცხადა პეტრე
ადამაძემ.
ამ დროისთვის მერიის თანამშრომლები შენობის გარეთ იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები