ახალი ამბები
უკრაინამ იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და "ოცნების" პარლამენტარი დაასანქცირა
FaceBook
უკრაინის მთავრობამ, "ქართული ოცნების" 19 წარმომადგენელთან ერთად, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და "ოცნების" პარლამენტის წევრი, ზვიად შალამბერიძე დაასანქცირა.

სანქცირებულთა შესახებ,  თავად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"უკრაინა ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს და მის 18 თანამზრახველს, ვინც საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს ყიდის",- განაცხადა ზელენსკიმ.

ზვიად შალამბერიძე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორის პოზიციაზე 2019-2024 წლებში მუშაობდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, იგი წარმოადგენდა დელეგატს ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. არის "ქართული ოცნების" პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 

უკრაინის მიერ სანქცირებულთა სია ასეთია:

ბიძინა ივანიშვილი;

გრიგოლ ლილუაშვილი (სუს-ის უფროსი);

კახა კალაძე (თბილისის მერი);

მიხეილ ჩინჩალაძე (მოსამართლე;

მამუკა მდინარაძე (დეპუტატი);

ვახტანგ გომელაური (შს მინისტრი);

ოთარ ფარცხალაძე (ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირი, ყოფილი გენპროკურორი);

ირაკლი რუხაძე ("იმედის" მფლობელი);

ლევან მურუსიძე (მოსამართლე);

ვიქტორ ჯაფარიძე (დეპუტატი, პოსტვ-ის მფლობელი);

დიმიტრი სამხარაძე (დეპუტატი);

გიორგი ხაინდრავა (ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი);

ირაკლი კობახიძე (პრემიერ-მინისტრი);

გიორგი კობახიძე (ირაკლი კობახიძის მამა);

ზვიად შალამბერიძე (დეპუტატი, ყოფილი გუბერნატორი);

შალვა თადუმაძე (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე);

თეა წულუკიანი (დეპუტატი);

ირაკლი ქარსელაძე (ინფრასტრუქტურის მინისტრი);

კახა ბექაური (კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:07 / 18.12.2024
"არცერთი სრულად გამამართლებელი შედეგი მშვიდობიანი დემონსტრანტების სასარგებლოდ" - ასეთია პროევროპულ აქციაზე დაკავებული ადამიანების საქმეებზე ჩატარებული სასამართლო პროცესების შედეგები.
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,
საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის
მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
15:03 / 17.12.2024

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.