ახალი ამბები
დღეს, ქუთაისში საპროტესტო აქცია 17:00 საათზე დაიწყება
FaceBook
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.

აქცია მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართება. აქციის ორგანიზატორები სამოქმედო გეგმას მისი მიმდინარეობის დროს გააჟღერებენ.

ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მერვე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ თავიანთ ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში. აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით უსწორდება სპეციალური დანიშნულების რაზმი დედაქალაქში. დემონსტრანტებს სცემენ დაკავების დროს და როგორც ისინი ჰყვებიან, დაკავების შემდეგაც. ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს.

აქციების დროს დაშავდა და მძიმე დაზიანება მიიღო ასობით დემონსტრანტმა და ათობით ჟურნალისტ-ოპერატორმა. 4 დეკემბერს "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური პარტიების ოფისებისა და სამოქალაქო აქტივისტების სახლების ჩხრეკა და მათი დაკავება დაიწყო. დაკავებულია "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ასევე, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გამოცემის
12:22 / 05.02.2025
გამოცემის "ნეტგაზეთი/ბათუმელები" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 4 თებერვლის საღამოს კლინიკა "ვივამედში" გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების
საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ
ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
11:40 / 05.02.2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.