ახალი ამბები
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 319 პირის უფლებების დარღვევის შესახებ მიიღო შეტყობინება
FaceBook
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე, 319 პირის უფლებების დარღვევის შესახებ შევიდა შეტყობინება.

სამსახურმა მონაცემები შეაგროვა დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან და მედიაომბუდსმენიდან. სამსახურის თანამშრომლებმა გამოკითხეს 140 პირი (მათ შორის 5 ჟურნალისტი), 42 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. ხდება შემთხვევის ადგილების დათვალიერება მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. ხდება ინტერნეტ-სივრცეში განთავსებული ვიდეომასალებისა და სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერების შესწავლა.


"სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. სამსახური მუდმივ რეჟიმში განაგრძობს შეტყობინებების მიღებას. გამოძიების დაწყებიდან დღემდე, საგამოძიებო ორგანოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი (მათ შორის 5 ჟურნალისტი), 42 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.

მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, სხვადასხვა ლოკაციებზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული ასეულობით საათის ხანგრძლივობის სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერების შესწავლა/ანალიზი.

კლინიკებიდან მოთხოვნილია ინფორმაცია იმ პირთა სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელთაც 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, საპროტესტო აქციაზე დაშავების შემდეგ გაეწია ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო დახმარება. სამართალდამცავების გამოკითხვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შეგროვება",- ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მერვე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. დემონსტრანტებს პოლიცია სასტიკად უსწორდება. მძიმე დაზიანებები მიიღო ასობით მოქალაქემ და მედიის წარმომადგენელმა. 4 დეკემბერს "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური პარტიების ოფისებისა და სამოქალაქო აქტივისტების სახლების ჩხრეკა და მათი დაკავება დაიწყო. დაკავებულია "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ასევე, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბიძინა ივანიშვილი ოფშორებში
დარეგისტრირებული ქონების საქართველოში გადმოტანის პროცესს
აჩქარებს.
14:31 / 29.01.2025
ბიძინა ივანიშვილი ოფშორებში დარეგისტრირებული ქონების საქართველოში გადმოტანის პროცესს აჩქარებს.
ტრამპის მიერ ჯანდაცვის მდივნად რობერტ კენედი უმცროსის
წარდგენისას, ჯერ კიდევ მაშინ დაანონსდა, რომ მკვეთრი ნაბიჯები
გადაიდგმებოდა საკვების უვნებლობის სფეროში, - გორდასის კვანძის
გასაჭრელად უერთდებოდა ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპის
კაბინეტს.
13:04 / 29.01.2025

ტრამპის მიერ ჯანდაცვის მდივნად რობერტ კენედი უმცროსის წარდგენისას, ჯერ კიდევ მაშინ დაანონსდა, რომ მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმებოდა საკვების უვნებლობის სფეროში, - გორდასის კვანძის გასაჭრელად უერთდებოდა ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპის კაბინეტს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.