ქუთაისში, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.
ინტენსიური და გადაუღებელი წვიმის გამო, დაიტბორა ქალაქის რამდენიმე
ქუჩა, ასევე საცხოვრებელი სახლები და ეზოები. დაზიანდა საგზაო
ინფრასტრუქტურა.
ადგილებზე საგანგებო სიტუაციების მართვისა და "სპეციალური სერვისების"
სამსახურები მუშაობენ.
იმერეთში მეორე დღეა, გადაუღებლად წვიმს, მთიან რაიონებში კი
თოვს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექიანი ამინდი, დღეს, 28
ნოემბერს შენარჩუნდება, 29 ნოემბრიდან კი გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები