დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
მოქალაქეები აქტივისტ სტუდენტებს, რომლებიც ღამეებს უნივერსიტეტის
შენობასა და ეზოში ათენებენ, სოლიდარობას გამოუცხადებენ.
თესეუს სტუდენტებმა წუხანდელი ღამეც
უნივერსიტეტის შენობაში გაატარეს. ნაწილი პროტესტს საგანმანათლებლო
დაწესებულების ეზოში აგრძელებს. მათი მთავარი მოთხოვნა უნივერსიტეტის
რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომაა. პროტესტს უერთდებიან
პროფესორ-მასწავლებლებიც, რომლებიც სტუდენტებისთვის, რომლებიც
პროტესტის გამო საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას ვერ ახერხებენ,
საჯარო ლექციებს უნივერსიტეტის ეზოში ატარებენ.
22 ნოემბერს, გამთენიისას,
უნივერსიტეტის შენობაში დაპირისპირება მოხდა. როგორც სტუდენტები
ჰყვებიან, მათ დაწესებულების დაცვა შენობის შიდა ტერიტორიაზე
გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა, რასაც სტუდენტებსა და დაცვის
თანამშრომლებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სტუდენტების
თქმით, 22 ნოემბრის ღამეს უნივერსიტეტში არაუფლებამოსილი პირებიც
იმყოფებოდნენ, რომლებიც სტუდენტებთან დაპირდაპირებაში
შევიდნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
სტუდენტების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ნოემბერს,
საგანმანათლებლო დაწესებულებაში საპოლიციო ძალები
შევიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები