19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულებიდან ცხრა
დემონსტრანტმა იზოლატორი დღეს დატოვა.
გათავისუფლებულებიდან ერთი დიღმის დროებითი მოთავსების, ხოლო რვა
ზაჰესის იზოლატორში იმყოფებოდა. ყველა დაკავებულს შინაგან საქმეთა
სამინისტრო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
საფუძველზე, ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობას ედავება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების პროცესი ერთი თვის
ვადაში უნდა ჩაინიშნოს.
19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილის გამზირზე, სულ 16 პირი დააკავეს,
მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე იმავე დღეს გამოუშვეს.
მასალის გამოყენების პირობები