19 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე დაკავებულები ისევ
იზოლატორში რჩებიან.
მათი სასამართლო პროცესები ჯერჯერობით არ ჩანიშნულა. ამ დროისთვის
იზოლატორში 13 პირი იმყოფება. ყველა მათგანი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე არის დაკავებული.
19 ნოემბრის დილას, პოლიციამ აქცია დაშალა. ძალის გამოყენებით დააკავა
16 ადამიანი. მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გუშინვე
გაათავისუფლა. დაკავებულთა შორის იყო ტელეკომპანია "მთავარი არხის"
ოპერატორი სერგი ბარამიძე, რომელიც ასევე თავისუფალია.
ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, რომელსაც საზოგადოებას
რამდენიმე საათში გააცნობს. ამ დროისთვის, მელიქიშვილისა და
ჭავჭავაძის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
გუშინ საღამოს, აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ როგორც ჭავჭავაძის,
ასევ მელიქიშვილის გამზირზე. ადგილზე გაშლილი იყო კარვებიც.
გამთენიისას პოლიციამ მოუწოდა მომიტინგეებს ტერიტორია
გაეთავისუფლებინათ, რის შემდეგაც აქტივისტებმა მელიქიშვილის გამზირზე
გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა მოგვიანებით მელიქიშვილის გამზირიც
დატოვეს, თუმცა, აცხადებენ, რომ ეს დროებითი პაუზაა, რაც ახალი გეგმის
დასახვისთვის უნდა გამოიყენონ.
მასალის გამოყენების პირობები