ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმას
რამდენიმე საათში წარადგენს.
ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ პროტესტი განსხვავებული
სტრატეგიით გაგრძელდება და ეს ხელისუფლებისთვის სიურპრიზი იქნება.
ამ დროისთვის მელიქიშვილისა და
ჭავჭავაძის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა
აღდგენილია.
გუშინ საღამოს, აქციის მონაწილეები
იმყოფებოდნენ როგორც ჭავჭავაძის, ასევ მელიქიშვილის გამზირზე. ადგილზე
გაშლილი იყო კარვებიც. გამთენიისას პოლიციამ მოუწოდა მომიტინგეებს
ტერიტორია გაეთავისუფლებინათ, რის შემდეგაც აქტივისტებმა მელიქიშვილის
გამზირზე გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა მოგვიანებით მელიქიშვილის
გამზირიც დატოვეს, თუმცა, აცხადებენ, რომ ეს დროებითი პაუზაა, რაც
ახალი გეგმის დასახვისთვის უნდა გამოიყენონ.
გუშინ ღამესვე, სტუდენტების ნაწილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში შევიდა. მათი თქმით, იქ
იქამდე დარჩებიან, ვიდრე რექტორი ჯაბა სამუშია პოსტს არ
დატოვებს.
მასალის გამოყენების პირობები